Top
+995557596559
camps@colorfulhouse.ge
ორშ - პარ 11:00 - 19:00
GE EN

ბანაკები საზღვარგარეთ

 

ფერადი სახლი გთავაზობთ მოხალისეობრივ ბანაკებს მსოფლიოს 32 ქვეყანაში. 

 

რა არის მოხალისეობრივი ბანაკი?

ეს არის ერთი მიზნითა და იდეით გაერთიანებული ადამიანების გუნდი, რომლებიც გარკვეული დროის განმალობაში საერთო ძალისხმევით უანგაროდ ცდილობენ საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმის გაკეთებას.

 

რა კრიტერიუმებს უნდა ვააკმაყოფილებდე?

ყოველი ბანაკი ინდივიდუალურია, შესაბამისად ყოველ მათგანს განსხვავებული კრიტერიუმები აქვს, თუმცა ყველა მონაწილეს მოეთხოვება ინგლისურის საბაზისო დონეზე ცოდნა. 

როგორ შევარჩიო ბანაკი?

იმისათვის, რომ მარტივად იპოვოთ სასურველი ბანაკი, დააჭირეთ აქ

შერჩევისას შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი თარიღი, ასაკი, ქვეყანა, პროექტის ტიპი და ა.შ

როგორ მივიღო მონაწილეობა?

მონაწიელობის მისაღებად უნდა შეავსოთ აპლიკაცია. სააპლიკაციო ფორმა ივსება ინგლისურ ენაზე. გერმანული ენის კურსების შემთხვევაში აპლიკაცია უნდა შეავსოთ გერმანულად.  

შევსებული აპლიკაცია გადმოგვიგზავნეთ მეილზე camps@colorfulhouse.ge

 

ბანაკში გამგზავრებამდე უნდა იცოდეთ :

 

თითოეული ბანაკი განსხვავებულია, როგორც მოთხოვნებით, ისე პირობებითა და მიზნებით, მაგრამ არსებობს ის ზოგადი უფლებები და წესები, რომლებიც ყველა მოხალისისათვის თუ ორგანიზაციისათვის საერთოა.

მოხალისეთა უფლებები:

  • ყველა მოხალისე უნდა იყოს ინფორმირებული საკუთარი პასუხისმგებლობების , უფლებების, ბანაკის პირობების, მასპინძელი ორგანიზაციის შესახებ
  • მოხალისე უნდა იყოს ინფორმირებული ბანაკის სამუშაოს ტიპის, გრაფიკის, საცხოვრებელი პირობების შესახებ
  •  მოხალისეები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სათანადო საცხოვრებელი პირობებით, საკვებით, ორგანიზაცია დააფინანსებს მხოლოდ იმას, რაც წინასწარ მითითებული იქნება პროექტის აღწერაში
  •  მოხალისეებმა უნდა მიიღონ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინსტრუქციები, უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ შესაბამისი აღჭურვილობით, პირველადი დახმარების ნივთები უნდა იყოს ხელმისაწვდომმი
  • მოხალისეებს მუშაობისას ზედამხედველობა უნდა გაუწიონ კომპეტენტურმა პირებმა
  • მოხალისეები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რა პროცედურებია გასავლელი იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო საათებსა თუ თავისუფალი აქტივობების დროს დაფიქსირდება გაუთვალისწინებელი შემთხვევა
  • მოხალისეებს უფლება აქვთ გამოხატონ საკუთარი მოსაზრება და შესაძლებლობის შემთხვევაში ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  • მოხალისეებს უფლება აქვთ იცოდნენ, როგორ იხარჯება მათ მიერ მიმღებ თუ გამგზავნ ორგანიზაციაში გადახდილი თანხა
  • მოხალისეებს უფლება აქვთ მიმღებ ორგანიზაციასთან შეთანხმებით ჩაერთონ აქტივობების დაგეგმვის პროცესში

     

მოხალისეთა პასუხისმგებლობები და მოვალეობები:

  • მოხალისეებმა უნდა მიიღონ და დაიცვან მასპინძელი ორგანიზაციის წესები და პირობები.
  • მოხალისეებს უნდა ჰქონდეთ წარმოდგენა მოხალისეობისა და სამუშაო ბანაკების შესახებ, უნდა იყვნენ მოტივირებულნი
  • მოხალისეები წინასწარ ყურადღებით უნდა გაეცნონ კონკრეტული პროექტის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც მას მიაწვდის გამგზავნი თუ მიმღები ორგანიზაცია
  • მოხალისეებმა თავად უნდა უზრუნველყონ ბანაკამდე მგზავრობის ხარჯები, გამგზავრებამდე კონსულტაცია უნდა გაიარონ გამგზავნი ორგანიზაციის სპეციალისტთან
  •  თუ მოხალისე გააუქმებს მოთხოვნას ბანაკში მონაწილეობის შესახებ, ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს გამგზავნ ორგანიზაციას
  • მოხალისეები პასუხისმგებელნი არიან, თავად მოიძიონ ადეკვატური სამოგზაურო დაზღვევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაზღვევას მიმღები/გამგზავნი ორგანიზაცია არ უზრუნველყოფს
  • მოხალისეები დროულად უნდა გამოცხადნენ ბანაკის გამართვის ადგილზე და მონაწილეობა მიიღონ პროექტის ფაგლებში გამართულ ყველა აქტივობაში ბანაკის დაწყებიდან დასრულებამდე
  • მოხალისემ დროულად უნდა დაფაროს აპლიკაციის რეგისტრაციის
  • მოხალისე უნდა იყოს გამგებიანი, შეეძლოს მოერგოს გარემოს და უნდა ესმოდეს, რომ პროექტის დეტალები შეიძლება ბოლო წუთს შეიცვალოს, თუმცა ამის შესახებ ყველა მოხალისეს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია
  • მოხალისეები უნდა იყვნენ აქტიურები, უნდა აყვნენ გუნდური მუშაობის რიტმს, სწორედ მოხალისეთა აქტიურ და მიზანდასახულ გუნდს შეუძლია წარმატებით დაასრულოს პროექტი
  • მოხალისეები პასუხისმგებელნი არიან თავად გაუწიონ ორგანიზება თავისუფალი დროის აქტივობებს, რა თქმა უნდა, ლიდერის ხელმძღვანელობით
  • მოხალისეები უნდა დაემორჩილონ მასპინძელი ქვეყნის წესებსა და კანონებს, პატივი უნდა სცენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლის კულტურასა და ტრადიციებს
  •  მოხალისეებმა თავი უნდა შეიკავონ ძალადობრივი და დისკრიმანციული ქმედებებისგან
  • მოხალისემ ბანაკში გამგზავრებამდე გამგზავნ ორგანიზაციას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ეს პრობლემები საფრთხის შემცველია სხვა მოანწილეებისთის, ინფორმაციის კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული.
  •  მოხალისეები პასუხისმგებელნი არიან, გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება მომავალ მონაწილეებს

     

გამგზავნი ორგანიზაციის უფლებები:

  • პროექტის მიმდინარეობისას ნებისმიერი ექსცესის შემთხვევაში გამგზავნ ორგანიზაციას აქვს უფლება იყოს დაუყოვნებლივ ინფორმირებული

     

გამგზავნი ორგანიზაციის მოვალეობები:

  • ყოველმა გამგზავნა ორგანიზაციამ პატივი უნდა სცეს მოხალისეთა უფლებებს
  • გამგზავნა ორგანიზაციამ უნდა მიაწოდოს მოხალისეს ინფორმაცია სამუშაო ბანაკის ხასიათის შესახებ, გააცნოს ვალდებულებები და უფლებები. სურვილის შემთხვევაში, დააკონტაქტოს მომავალი მოხალისე უკვე გამოცდილ მოხალისესთან
  • გამგზავნი ორგანიზაცია ვალდებულია, სრული სახით გადაუგზავნოს მიმღებ ორგანიზაციას მოხალისეთა სააპლიკაციო ფორმა - VEF. VEF-ის საგენგებო საკონტაქტო ველი სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმღები ორგანიზაცია არ მიიღებს მოხალისეს
  •  გამგზავნმა ორგანიზაციებმა მიმღებ ორგანიზაციებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია თავინათ ქვეყნებში ვიზის რეგულაციების შესახებ, ასევე შეძლებისდაგვარად უნდა დაეხმარონ მოხალისეებს საჭირო საბუთების მოწესრიგებაში
  • თუ მოხალისე გადაიფიქრებს ბანაკში მონაწილეობის მიღებას, გამგზავნმა ორგანიზაციამ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მიმღებ ორგანიზაციას
    მიმღები ორგანიზაციის უფლებები:
  • მიმღებ ორგანიზაციას შეუძლია გაათავისუფლოს მოხალისე ბანაკიდან, თუ იგი არ დაემორჩილება წინასწარ შეთანხმებულ წესებს 

    მიმღები ორგანიზაციის მოვალეობები:

  • მიმღებმა ორგანიზაციამ პატივი უნდა სცეს მოხალისეთა უფლებებს

  • მიმღები ორგანიზაცია ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მოხალისეებს გააზრებული აქვთ მოხალისეობრივი ბანაკის იდეა და მოტივირებულნი არიან, საერთო ძალისხმევით მიაღწიონ მიზანს

  • მიმღები ორგანიზაცია ვალდებულია, აპლიკაცია მიიღოს მხოლოდ გამგზავნი ორგანიზაციიდან, რომელთანაც იგი თანამშრომლობს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ რომელიმე ქვეყანაში მიმღებ ორგანიზაციას არ ჰყავს პარტნიორი ორგანიზაცია.

  • ნებისმმიერი სახის ცვლილებების შესახებ, მიმღებმა ორგანიზაციამ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს გამგზავნ ორგანიზაცია

  • მიმღები ორგანიზაცია ვალდებულია, ბანაკის დაწყებამდე დარწმუნდეს, რომ საბანაკე სივრცე  უსაფრთხოა და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით

  • ბანაკის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მინიმუმ 4 კვირით ადრე.

  • მოხალისეობრივ ბანაკს უნდა ჰყავდეს კვალიფიციური ზედამხედველი, რომელიც  თვალს ადევნებს აქტივობებისა და სამუშაოების პროცესს

  • თუ მოხალისეს შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემა ან დროზე ადრე დატოვებს ბანაკს,მიმღებმა ორგანიზაციამ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს გამგზავნ  ორგანიზაციას.

  • სასურველია, მიმღებ ორგანიზაციას ჰქონდეს საკუთარი სადაზღვევო პაკეტი, თუმცა თუ ეს ვერ ხერხდება, მან აუცილებლად უნდა აცნობოს გამგზავნ ორგანიზაციას.

  • მიმღებმა ორგანიზაციამ უნდა გახადოს მოხალისეთა სამუშაო მნიშვნელოვანი, საინტერესო და ღირებული, მას ეკრძალება მოხალისეთა  ბოროტად გამოყენება და შეუფერებელი დავალებების მიცემა

  • მიმღები ორგანიზაცია ვალდებულია, დაემორჩილოს ყველა ზემოთ აღნიშნულ წესს