Top
+995557596559
camps@colorfulhouse.ge
ორშ - პარ 11:00 - 19:00
GE EN

გაატარე ზაფხული საქართველოში

ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,ფერადი სახლი" მხარს უჭერს კამპანიას #SpendyourSummerinGeorgia ,
რომლის მიზანია ტურისტების დაინტერესება ჩვენი პატარა და ულამაზესი ქვეყნით.
,,ფერად სახლს" მსოფლიოს 32 ქვეყანასთან აქვს კავშირი. ჩვენი ბაზა და კონტაქტები გვაძლევს საშუალებას,
ერთი მეილის გაგზავნით 140 ახალგაზრდულ ორგანოზაციას მსოფლიოს 32 ქვეყანაში მივაწვდინოთ ხმა.

ჩვენ გთავაზობთ, რომ ორგანიზებული სახე მივცეთ წამოწყებას #spendyoursummerinGeorgia
და ჩამოვიყვანოთ რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდა საქართველოში!

ვისაც გაქვთ აგარაკი, რომელსაც დაუთმობთ უცხოელ სტუმრებს, მანქანა, რომლითაც წაიყვანთ ექსკურსიაზე,
დრო, რომელსაც გაატარებთ უცხოელებთან ერთად, რათა უკეთ გავაცნოთ მათ ჩვენი ქვეყანა და კულტურა,
ან თუნდაც გაქვთ სურვილი, რომ შემოგვიერთდეთ, მაგრამ ჯერ არ იცით, როგორ.

გიწვევთ შეხვედრაზე ფერადი სახლის ოფისში.

კვირას 12:00 საათზე, მისამართზე: ვაკე, ექვთიმე თაყაიშვილის 11ბ.